რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს, – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძე საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების რეალურ განვითარებას და პრობლემების მოგვარებას
„სამინისტროები ჯერ გაყვეს, ახლა ისევ აერთიანებენ. ხელისუფლების გზავნილი, თითქოს რეგიონები მათთვის გამოწვევა და პრიორიტეტულია, ცალსახად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს თანამდებობის პირებს არგებენ, მათ კომფორტს და პირად ამბიციებს. ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონების რეალურ განვითარებას და პრობლემების მოგვარებას. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამისი ნება და სურვილი არ აქვს. ეს ყველაფერი კეთდებოდა, რათა პერსონებზე მოერგოთ. რეგიონული სამინისტრო ჯერ გრიგოლ ლილოაშვილს შეუქმნეს და შემდეგ დაიჭირეს. სახელმწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას მამუკა მდინარაძისთვის აპირებდნენ და ის პოლიტიკიდან წავიდა. ახლა რეგიონულ სამინისტროს საერთოდ აუქმებენ, თავისი ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნა კერესელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთიან სამინისტროდ გაერთიანდება. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი აღარ იქნება.