„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა მიუღებელი და წარმოუდგენელია, საზოგადოების კუთვნილი ტელევიზიის მიტაცების კომპონენტი იკვეთება, რაც ცალსახად ჩანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, მცდელობა აქვთ, ფეხი მოიკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
„ფორმულას“ ჟურნალისტები როცა ამბობენ, რომ ისინი არავის ტელევიზიას არ წარმოადგენენ, ეს ძალიან არასერიოზული, აბსურდის მატარებელი ინფორმაციაა. ყველამ იცის, რომ ეს კეზერაშვილის კუთვნილი ტელევიზიაა. ამასთანავე, კარგად იციან, რომ კეზერაშვილს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ „ფორმულის“ დაფინანსება აღარ გააგრძელოს და პირდაპირ იძლევა მინიშნებას, ახლო მომავალში ეს ტელევიზია დაიხურება ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს მცდელობა აქვთ, რომ მიმდინარე მოვლენები სათავისოდ გამოიყენონ და თავიანთი სამომავლო ინტერესები დაიკმაყოფილონ, ფეხი მოიკიდონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
პროცესები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ ადამიანების მხრიდან აგრესია ის კომპონენტია, რითაც ისინი გამოირჩევიან. ასევე მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა განახორციელონ, რაც მიუღებელი და წარმოუდგენელია. საზოგადოება კარგად ხედავს ამ ადამიანების მიზნებს, ზრახვებსა და რეალურ საქმეებს. საზოგადოების კუთვნილი ტელევიზიის მიტაცების კომპონენტი იკვეთება, რაც მათი ქმედებებიდან ცალსახად ჩანს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.