გაფრთხილება! 12 300-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - მისამართები
1736444566
გლობალურ ომის პარტიას ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს თვით ამერიკისთვის, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო მშვიდობაზე, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს.
საზოგადოება „ქართული“ ვრცელი წერილით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება, რომელიც მმართველმა გუნდმა გუშინ გაავრცელა.
„გლობალურ ომის პარტიას ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს თვით ამერიკისთვის, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო მშვიდობაზე. ათასჯერ უფრო მეტი საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ამ ძლევამოსილის ძალის აგრესიული გეგმები ჩვენისთანა პატარა ქვეყნის მიმართ. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად.
ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ახლაც სრულიად ვიზიარებთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს“. ამითაა გამოწვეული ევროპისა და ამერიკის ბიუროკრატიის ზღვარგადასული ჩარევები ქართულ არჩევნებში, ქართული ოცნებისა და ხელისუფლების წევრების უსაფუძვლო და უსამართლო დასანქცირებები, გარედან რევოლუციის ძალადობრივად იმპორტის ფუჭი მცდელობები 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე.
ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მოვლენები და ფაქტები თავისთავად მეტყველებენ ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ საშიშ გავლენებზე, მათ შორის საქართველოზე. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ დროა ქართველმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ პოლიტიკას შეხედონ როგორც ურთულეს მეცნიერებას და გეოპოლიტიკას, როგორც ქვეყნის გადარჩენის უმაღლეს ხელოვნებას. დროა ვიაზროვნოთ რთულად და არა საყოველთაო მეგობრობაზე გარედან თავსმოხვეული გულუბრყვილო თეორიებით. ამ მკაცრ სამყაროსა და დროში ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს და სუვერენიტეტი ამ ინტერსების დაცვისა და განხორცილების ერთადერთი ინსტრუმენტია“, - ნათქვამია განცხადებაში.