საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

 საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს და გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

მისი თქმით, საკითხზე მთავრობასთან ერთად პარლამენტიც აქტიურად იმუშავებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ის სიკეთეები, რომელსაც ეს პროცესი მოიტანს, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ოპტიმალურ ვადებში განხორციელდეს და ამ მხრივ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტიც პროაქტიურად იმუშავებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სასურსათო ფასების რეგულირებაზე მუშაობა გრძელდება. მთავრობის საკოორდინაციო კომისია აქტიურად განაგრძობს ბიზნესთან მუშაობას. მიმდინარე კვირაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისია ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.