გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა ნაკადები გაზრდილია, თუმცა ამ მიმართულებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არავითარი დრამატული ვითარება არ არსებობს.
ამასთან, როგორც ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა, ასევე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობაც.
„შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი მუშაობს განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში. რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია შემომსვლელთა ნაკადები, როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს. ამ მიმართულებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელების რაოდენობა, ასევე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების მონიტორინგი მკაცრად ხდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისივე განცხადებით, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი წესების დაცვით მიმდინარეობს.
„ბუნებრივია, საბაჟო კონტროლი და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რა წესებიც არის დადგენილი. ეს ნიშნავს, რომ გამშვებ პუნქტებზე ხდება შესაბამისი ინფორმაციების. ხორციელდება შესაბამისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებით. ამ მიმართულებით თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად მუშაობს.
ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, მეტი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა. გაზრდილია არა მხოლოდ ქვეყანაში შემოსვლა, არამედ გაზრდილია ქვეყნიდან გაზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცვლილება ისაა, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ასევე ნახეთ: რუსული მხარე მამაკაცებს საზღვრის გადმოკვეთაზე შეზღუდვას უწესებს? - რატომ გამოჩნდა ლარსთან "ბეტეერი" (ფოტო)