გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ლარსზე, დღეს დილით, რუსული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, "ბეტეერი" გამოჩნდა. ინფორმაციას და ფოტო-მასალაც თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ზემო ლარსზე დამატებითი ბლოკპოსტები იქმნება, რუსული მხარე არ ადასტურებს.
ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან სამხედრო ტექნიკის გამოჩენა უკავშირდება იმ საფრთხეს, რომ გრძელ რიგში მყოფმა ადამიანებმა არ გადაწყვიტონ მასობრივად, კონტროლის, გარეშე შეაღწიონ საქართველოში,- განაცხადა რუსულ მედიასთან ჩრდილოეთ ოსეთის ФСБ-ს სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტები მუშაობს სრული დატვირთვით და რუსეთის მოქალაქეებისთვის , ჯერჯერობით, არანაირი შეზღუდვა მოქმედებს.