ავარიის დროს დაშავებული 16 წლის ბიჭი, რომელიც კომაში იყო, გარდაიცვალა
1744043051
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებას, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, დღეს გახარიას გუნდში კრიტიკით უპასუხეს და თქვეს, რომ კოლეგების ისტერია მათთვის საინტერესო არ არის. ამ დროისთვის, ცნობილია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ფედერალისტები".
დანარჩენ პარტიებს საბოლოო პოზიცია ჯერ არ აქვთ. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ მათი ოპონენტები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და გარე ინსტრუქციებს ელოდებიან.
"ერთადერთი, რასაც უახლოეს პერიოდში ველოდები, არის - არა ამ კონფიგურაციით, არამედ, სავარაუდოდ, განსხვავებულ კონფიგურაციაზე იფიქრებენ, თუ რა შეიძლება გააკეთონ და როგორ შეიძლება იმგვარად გადაკეთდნენ, რომ არჩევნებში საზოგადოების მხრიდან გარკვეული მხარდაჭერის შანსი გაუჩნდეთ. ასევე, გარე ფაქტორები და ის, თუ რა ტიპის ინსტრუქციას მიიღებენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ მონაწილეობას მიიღებენ, ან თუ მიიღებენ, სერიოზულ მხარდაჭერას მოიპოვებენ,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.