პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსთავი 2“-ის დირექტორი, პაატა სალია, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას აფასებს.
სალიას თქმით, საუბარია ტელეკომპანიისთვის მიზანმიმართული ფინანსური ზარალის მიყენებაზე, რის გამოც არხი ფინანსურ პრობლემებს დღემდე განიცდის.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა, რომ ამ საქმეზე, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი აბსურდულია. სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილების პროცესში დაიწყო კომპანიისთვის მიზანმიმართული ფინანსური ზარალის მიყენება, საუბარია რამდენიმე მილიონიან ზარალზე და ამის გამო, კომპანია დღესაც განიცდის ფინანსურ პრობლემებს," - აცხადებს პაატა სალია.