საუბარი იყო აბსოლუტურად ყველა თემაზე, რაც კი აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში და ასევე, ქვეყნის გარეთ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნების" ოფისში გამართული სხდომების შესახებ, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ყველაფერს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე.

"აბსოლუტურად ყველაფერზე გვქონდა ძალიან ჯანსაღი მსჯელობა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიმოიხილა მიმდინარე მდგომარეობა ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ, რეგიონში, მსოფლიოში. ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა ეს შეკრება. აბსოლუტურად ყველაფერზე ძალიან გახსნილად საუბრობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერზე ძალიან ამომწურავი პასუხები გაგვცა და ზოგადად, საუბარი იყო ყველა თემაზე, რაც კი აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში და ასევე, ქვეყნის გარეთ," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

✕