პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ განკარგულების პროექტს, რომლის მიხედვითაც კიდევ 850 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, რომელთა მდებარეობაა - ქუთაისი, თბილისი და ზუგდიდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იცით, რომ ბატონი ზურაბ აზარაშვილი მუშაობს განვადებით მშენებლობის საკითხებზე, ძალიან მალე დასრულდება აუქციონები და დავიწყებთ დევნილებისთვის ათასობით ბინის მშენებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.