მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში შემოგდებულია, როგორც „ტროას ცხენი“, რათა შიგნიდან გაავრცელოს ვირუსი, რასაც შემდეგ ორგანიზმის დასუსტება შეუძლია. ქარტიაც ასეთი იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ქარტიის დოკუმენტი სასაცილოა და ოპოზიციიდან ზოგიერთმა ისე მოაწერა ხელი, შინაარს არც კი იცნობდა.
„არ ვიცი, ეს უცხოელებმა შემოაგდეს თუ ზურაბიშვილმა, მაგრამ იმისთვის, რომ უაზრო დოკუმენტი შემოიტანო და მთელ ოპოზიციას ხელი მოწერინო, ხოლო როცა არ სრულდება, თქვა, რომ ეს ვიღაცის ბრალია, ამაზე „ქოცური“ საქმე რა უნდა იყოს? სასაცილო ქარტია შემოაგდეს და ზოგმა ხელი ისე მოაწერა, შინაარს არც კი იცნობდა. სალომე ზურაბიშვილმა პარტნიორებიც შეცდომაში შეიყვანა, რადგან ტექსტი კარგად რომ გვეთარგმნა, ისინი მიხვდებოდნენ, რომ ეს ტექსტი ოპოზიციას ვერ გადაარჩენს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.