მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
1758296431
აბულის ქუჩა 2, 22 წლის ლატვიის მოქალაქეს, ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ხელბორკილები ქუჩაშივე დაადეს. საპოლიციო ღონისძიება დღისით ჩატარდა.
"კურიერისთვის" დაკავების დეტალები ცნობილია - ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კუზმა ედგარსია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 22 წლის მამაკაცი ქუჩაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. ის ფეხით გადაადგილდებოდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე გაჩხრიკეს და აღმოჩნდა, რომ მას ჯიბეში 20 შეკვრა "სუბოტექსი" ჰქონდა. "კურიერის" ინფორმაციით, კუზმა ედგარსი ნარკოტიკის სამალავებში დადებას გეგმავდა, თუმცა ვერ მოასწრო.
ნარკოდანაშაულის ფაქტი სამართალდამცავებმა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზევე აღკვეთეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია თურქეთის ორი მოქალაქე. 22 და 23 წლის მამაკაცები, იუზ ჰან აიდინი და ენსარ მაშარანი ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებენ.
თბილისის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცავებმა კიდევ 4 პირი დააკავეს, დანაშაულისთვის მხილებული არასრულწლოვანიც. ბრალდებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქმეში დევს კონკრეტული ნივთმტკიცებები, მათ შორის წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.
სახლების, ავტომობილების და პირადი ნივთების ჩხრეკისას ამოღებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი. „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ და „სუბოტექსტი“- უკვე სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.
კლიენტისთვის დატოვებული ნარკოტიკია ამოღებული სამალავებიდანაც. ეს ადგილები დაკავებულებმა სამართალდამცავებს თავად უჩვენეს.
თბილისის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების დეტალებზე, დღეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ ისაუბრა.
6 პირის საქმეზე გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით მარიხუანას რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
1758296431