„საშიში სიტუაციაა... იყავით ფრთხილად!“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1758310875
დღესდღეობით ყველაზე დიდი კვერცხი, რომლის მოპოვებაც შეგვიძლია, სირაქლემას ეკუთვნის. მის მიერ დადებული ყველაზე დიდი ზომის კვერცხი დაახლოებით 2 კილოგრამსა და 600 გრამს იწონიდა. ეს პატარა კატის ზომას შეესაბამება.
სირაქლემები მსოფლიოს ყველაზე დიდი ფრინველები არიან და შესაბამისად ფეხბურთის ბურთის ზომის კვერცხებს დებენ. მიუხედავად ამისა, თუ დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებ ყველა ცხოველს გავითვალისწინებთ, მისი კვერცხი იმდენად შთამბეჭდავი აღარ ჩანს.
დიდი ხნის წინ მადაგასკარზე 3-მეტრიანი ფრინველი ცხოვრობდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ კვერცხებს დებდა. მას ეპიორნისი (Aepyornis maximus) ჰქვია და ზოგჯერ სპილოსებრ ფრინველს ეძახიან.
მიიჩნევა, რომ ეპიორნისი ყველაზე დიდი ფრინველი იყო, რომელსაც ოდესმე უცხოვრია. მისი წონა 1000 კილოგრამს აღწევდა. ეპიორნისის კვერცხი ქათმისაზე დაახლოებით 150-ჯერ დიდი, 7-9 კილო, იყო. ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ ბუფალოს მეცნიერების მუზეუმმა თავდაპირველად ნიმუში ხელოვნურად მიიჩნია.
კვერცხის სიდიდით მეორე ადგილზე დინოზავრების ეპოქის არსება დგას. ანტარქტიდაში მეცნიერებმა უზარმაზარი კვერცხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ზღვის რეპტილიამ დადო და ზომებით თითქმის უახლოვდებოდა სპილოსებრი ფრინველისას. ფიქრობენ, რომ მას 66 მილიონი წლის წინ მოზაზავრი დებდა.
"ის ისეთ ცხოველს ეკუთვნის, რომელიც ზომით დინოზავრს უტოლდებოდა. მიუხედავად ამისა, მათი კვერცხები ერთნაირი არაა", — თქვა კვლევის ხელმძღვანელმა ლუკას ლეჟანდრმა, ტეხასის უნივერსიტეტის გეომეცნიერების სკოლის მეცნიერმა — "ის ყველაზე მეტად ხვლიკებისა და გველების კვერცხებს წააგავს, თუმცა მათ გიგანტურ ნათესავს ეკუთვნის".
ადრე მიაჩნდათ, რომ ცარცული პერიოდის ზღვის გიგანტური რეპტილიები კვერცხებს არ დებდნენ. აღმოჩენა კი ამ წარმოდგენას ცვლის. ქვის მსგავსი ნამარხი სიგრძეში 28 სანტიმეტრია, სიგანეში კი 18.
გარდა ამისა, დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ ოვირაპტოროზავრი (Beibeilong sinensis) ცხოვრობდა, რომლის კვერცხის დიამეტრიც 45 სანტიმეტრი იყო, წონა კი 5 კილოგრამი. ეს სირაქლემისაზე 4-ჯერ დიდია.