მიცვალებულის დასიზმრებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს
1743399794
ჩემთვის ამოსუნთქვა იქნებოდა, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს 2008 წლის 5 აგვისტოს ადგილზე ენახათ, რა მდგომარეობა იყო, რომ შემდგომ ინფორმაცია ბრიუსელში გაიგზავნებოდა და რეაგირება იქნებოდა, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდო ოპერაციების შტაბის უფროსმა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
თუმცა, როგორც მამუკა ყურაშვილი აცხადებს, „საქმიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ელჩების ჩასვლას უკურეაგირება მოჰყვა“.
„4 აგვისტოს გაგრძელდა გააფრთებული შეტევა, ნიქოზში სახლები იწვის, სახურავები, კატასტროფული მდგომარეობაა უკვე, გვიჭირს ამ ყველაფერის გაჩერება. ქართულმა მხარემ რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე, იღებს გადაწყვეტილებას და საქრათველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ელჩებს სთხოვს, გაემართონ კონფლიქტის ზონის მიმართულებით. ეს არის უკვე 5 აგვისტო. პირველი ინიციატივა სეპარატისტებისგან მოდიოდა, იძახდნენ, ქართველებმა დაიწყეს ყველაფერი, მიწასთან გაგვასწორესო. დიპლომატების კოლონა გაემართა, თუ არ ვცდები, მაშინ ეკა ზღულაძე ახლდა. ოსების მოთხოვნა იყო, მოვიდეს ვინმეო, მოგვხედოსო. თუმცა, ელჩები ერგნეთიდან მოაბრუნეს, შეშვებაზე უარი უთხრეს, ბორის ჩოჩიევმა უთხრა უარი. ეს იყო 16 მანქანისგან შემდგარი დიპლომატების კოლონა, რამდენი ელჩი იყო, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის ელჩიც იქ იყო. ეს შესაძლებლობა არ გავუშვით ხელიდან და ელჩები ავიყვანეთ ნიქოზში, ვაჩვენეთ გადამწვარი სახურავები, მოსახლეობა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ავნევში ანალოგიური მდგომარეობა იყო“, – განაცხადა ყურაშვილმა.
კითხვაზე, მოჰყვა თუ არა რეაგირება? მამუკა ყურაშვილი პასუხობს, „როგორც ჩანს, საქმიდან გამომდინარე, უკურეაგირება მოჰყვა“.