1739198120
საქართველოსთან მიმართებით "მაიდნის" სცენარის განვითარება არა მხოლოდ განიხილებოდა, არამედ ეს სცენარი მზადდებოდა კიდეც - მაკა ბოჭორიშვილი გარე ჩარევასა და კონკრეტული დონორების მხრიდან დაფინანსებაზე
![მაკა ბოჭორიშვილი მაკა ბოჭორიშვილი](https://primetime.ge/uploads/files/2025/01/07/109106/maka-bochorishvili_w_h.jpeg)
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გარე ჩარევასა და საქართველოში კონკრეტული დონორების მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი პროცესების დაფინანსებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჩარევის გარდა, არის გამჟღავნება იმ სურვილების, რომლებიც არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსების თავში საქართველოსთან მიმართებაში - ეს არის საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთან მიმართებით "მაიდნის" სცენარის განვითარება არა მხოლოდ განიხილებოდა, არამედ ეს სცენარი მზადდებოდა კიდეც.
"ჩარევის გარდა, არის გამჟღავნება იმ სურვილების, რომლებიც არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსების თავში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია და სხვადასხვა სცენარების განვითარება, რაც უკავშირდება ქვეყნის კონსტიტუციური წყობის და მოწყობის წინააღმდეგ წასვლას. მათ შორის, "მაიდნის" სცენარი, რომელიც არა მხოლოდ განიხილებოდა, არამედ მზადდებოდა კიდეც საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის კიდევ ერთი აღიარება და იმ სურვილების ხმამაღლა გაჟღერება, რაც ამოქმედებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე მონდომებით წუხან საქართველოს მომავალზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.