აზერბაიჯანში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად 3 ვერსია განიხილება - ბოლო ცნობები
1735189399
საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.
ამასთან, მისივე თქმით, შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება არ მოიცავს პოლიციელზე თავდასხმას, მოქალაქეებზე თავდასხმას, ტელევიზიების ჟურნალისტებზე თავდასხმას და ტელეკომპანიების ქონების განადგურებას.
„ეს არ მოიცავს პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, საახალწლო პიროტექნიკის სროლას პოლიციელებისთვის და პარლამენტის შენობისთვის, შუშების ჩამსხვრევას, პარლამენტში შეჭრას, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრას და ა.შ. ეს არის კანონის დარღვევა და კანონის დარღვევას კანონის შესაბამისად უნდა გაეცეს პასუხი.
მართლა არ მეგულება ევროპული ქვეყანა, სადაც პოლიცია ითმენდეს იმდენს, სპეცრაზმელები ითმენდნენ იმდენ შეურაცხყოფას, იმდენ სროლას, ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ყველაფერს, რამდენსაც ითმენენ ჩვენი პოლიციელები და ამის გამო მათ მადლობა უნდა ვუთხრათ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.