წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1781293273
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმებს მოაწერა ხელი.
მნიშვნელოვანი უწყებათაშორისი დოკუმენტები ყირგიზეთის რესპუბილიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა დანიარ ბოსტონოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, შეთანხმება სტიმულს მისცემს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას.
სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს დირექტორმა ბექსულთან ტოკონოვმა.
მემორანდუმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლასა და სახელმწიფო უწყებებს შორის დარგობრივი პარტნიორობის გაძლიერებას.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.