1788242698
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის - მუსტაფა ჩიფთჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას შორის საგანმანათლებლო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი აკადემიების ხელმძღვანელებმა - გიორგი სახოკიამ და მურატ ბალჯიმ მოაწერეს.
„მემორანდუმის მიზანია სასწავლო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.








