1738263955
საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობა ძლიერი და ფუნდამენტურია ბევრი მიმართულებით; ჩვენ მონდომებული ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამდიდროთ ეს ურთიერთობები, რასაც დღეს უკვე ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა - მაკა ბოჭორიშვილი
„საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობა ძლიერი და ფუნდამენტურია ბევრი მიმართულებით; ჩვენ მონდომებული ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამდიდროთ ეს ურთიერთობები, რასაც დღეს უკვე ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პოტენციალი კიდევ უფრო მეტია, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები მეტი შინაარსით დაიტვირთოს და გაძლიერდეს ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ უკეთ იყოს რეგიონის ინტერესები წარმოჩენილი.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ის ურთიერთობები, თანამშრომლობა, მეგობრობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა და არსებობს, დიდი ხანია იმსახურებდა სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში ჩასმას და ნამდვილად, მოხარულები ვართ, რომ დღეს ამ ურთიერთობას ჩვენ ვეძახით სტრატეგიულ პარტნიორობას. პოტენციალი, რა თქმა უნდა, არის კიდევ უფრო მეტი, რომ ჩვენს შორის ეს ურთიერთობები მეტი შინაარსით დავტვირთოთ, მეტად ვითანამშრომლოთ სხვადასხვა სფეროებში, გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა სომხეთმა და საქართველომ იმისთვის, რომ უკეთ იყოს ჩვენი რეგიონი და მისი ინტერესები წარმოჩენილი და რა თქმა უნდა, ვეძიოთ ის მეტი საერთო ინტერესი, რაც დარწმუნებული ვარ, ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს”- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1738265400