საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები პირველ შეხვედრას მინსკში გამართავენ - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზინს შეხვდება

ჰჯ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დღეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდება.

მხარეებს შორის პირველი შეხვედრა ქალაქ მინსკში გაიმართება - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

✕