კიდევ ერთხელ, დადასტურდება, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, სწორედ ამიტომ ვიმყოფებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში - თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

 საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება. პროცესი კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება. შეკითხვებს, გუშინდლის მსგავსად, ამჯერადაც მოსარჩელე მხარე დასვამს.

სხდომა გუშინ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კითხვებს გაურბოდნენ და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ჰქონდათ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მომდევნო პროცესი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ სიმართლე მმართველი გუნდის მხარესაა.

"მოლოდინი გვაქვს, რომ ისევე, როგორც გუშინ, ამ შემთხვევაშიც მოპასუხე ვერცერთ კონკრეტულ, არგუმენტირებულ პოზიციას და პასუხს ვერ წარმოადგენს მწვავე კითხვებზე.

კიდევ ერთხელ, დადასტურდება, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ჩვენ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში და წამოვიწყეთ ეს სამართლებრივი დავა, რომ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდეს, სიმართლე არის ჩვენს მხარეს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

✕