პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი აფასებს და ამბობს, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა ევროპულ პერსპექტივებს:
„საქართველოს ყოველთვის სურდა წევრობა და ყოველთვის მხარს უჭერდა ევროპულ პერსპექტივებს. ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ იმ გაცემულ პირობებზე, რაც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მივეცით. არ ვიცით რა მოხდება ხვალ, მხოლოდ ის ვიცით, რომ კრემლში მყოფი გიჟი კაცი აცდენილია რეალობას.
მე ძალიან ვწუხვარ, რომ რაც ახლა ხდება, ამაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. ჩვენ სათანადო რეაგირება რომ მოგვეხდინა 2008 და 2014 წელს რუსეთის აგრესიაზე, ავიცილებდით უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს,"- აცხადებს ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი.