30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1785352414
საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) დასკვნითი სხდომა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის პრინციპების შესაბამისად.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა სამი უსაფრთხოების დიალოგი, რომლის ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეიარაღებული კონფლიქტისა და ოკუპაციის თემატიკაზე, ამ კონტექსტში ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრაზე, ქალებისა და გოგონების როლის გაძლიერებაზე სამშვიდობო პროცესში, უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების შესახებ ეუთოს ქცევის კოდექსის იმპლემენტაციაზე.
დასკვნით სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა შეაჯამა საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ განხორციელებული საქმიანობა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ძირი გამოუთხარა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას და ყურადღება გაამახვილა ეუთოს ფუძემდებლური პრინციპების დაცვის აუცილებლობაზე, რომლებიც ასახულია ჰელსინკის დასკვნით აქტში.
„საქართველოსთვის ნათელია ამ პრინციპების დაცვის მნიშვნელობა ჩვენი ყოველდღიური რეალობიდან. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და იქ მისი უკანონო სამხედრო ყოფნა, რაც არღვევს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, ნათლად გვახსენებს იმ მძიმე შედეგებს, რომლებიც ჰელსინკის დასკვნითი აქტის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას მოჰყვება“, – აღნიშნა მან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხორციელდება. საქართველო ფორუმის თავმჯდომარეობას შეუდგა 2026 წლის 13 აპრილს, საფრანგეთის შემდეგ და დარჩება 2026 წლის 4 სექტემბრამდე, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს.