1785349930
ნახეთ მისამართები, სადაც შუქი გაითიშება
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონს.
„გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების, აფრიკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ლოჭინის ხევის დასახლების, დიდი და პატარა ლილოს დასახლების, საჯაიას, რაზიკაშვილის, გაბაშვილის, დობორჯგინიძის, მაჭარაძის, ჭიჭინაძის, ჩალაძის, გუგუშვილის, ჭილაშვილის, მებაღეობის, ფრისის, ფაღავას, იოსებ და ლეონ ორბელიანების, გუმათის, ენუქიძის, ქიზიყის, ბერიას, სანაძის, ერმაკოვის, ცისკარიშვილის, ოზაანის, აფშინაშვილის, ზაალიშვილის, გუმათჰესის, იების, გრიგოლაშვილის, ქინძმარაულის, წურწუმიას, ოდიშელიძის, რაზიკაშვილის, ქვილითაიას, მაჩაბლის, თურაშაულის, ენგურჰესის, გურგენიძის, თურმანაულის, გურჯიევის, ბახტაძის, გვაზავას, წუწუნავას, მოსკოვის, შტენბერგის, ცისარტყელას, ფრონის, იდუმალის, ჯავახეთის და ემა ლალაევა-ედიბერიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.












