საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება

ვაშინგტონი

 საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრები იქნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან; დაესწრებიან კონფერენციასაც, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.