საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დღეს სიტყვით გამოვა

მაკა ბოჭორიშვილი

ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე დღეს სიტყვით გამოდის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გარდა, გეგმავს ისაუბროს იმ უსამართლო მიდგომებზე, რომლებსაც საქართველო ევროსტრუქტურების მხრიდან ბოლო წლებში აწყდება. ამ და სხვა თემებს ბოჭორიშვილი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრების დროსაც შეეხება.

საქართველოს პირველი დიპლომატი უკვე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს და ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში. თბილისში არ გამორიცხავენ, რომ ეუთო-ს მინისტერიალის გამოყენება BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებისთვის მოხდეს - ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.