1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ასევე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, მას ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ კოლეგებს შეხვდება. მინისტერიალზე განიხილავენ მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტს და ამ კონტექსტში ევროპის საბჭოს როლს, ასევე, რეიკიავიკის დეკლარაციით განსახილველ საკითხებს.