საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს.

მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

✕