საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება

კი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება. ირაკლი კობახიძე ვიზიტით ვატიკანში იმყოფება. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.

პრემიერი ვატიკანში დელეგაციასთან ერთად არის, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.