იარაღის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

პარლამენტის შენობა

 თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე იარაღის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს განიხილავენ.

კანონპროექტის მიღებით, აკრძალული იქნება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადაგზავნა ან გასაღება, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ლიცენზირებას ან ნებართვას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ხმოვანი იარაღის დამზადება, შეკეთება ან ამ იარაღით ვაჭრობა

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მსგავსი რეგულაციები, რაც პრევენციული ხასიათისაა.