საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა

ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 22 ივლისს ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბარიამოვი შეხვედრებს გამართავს  საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და

 

პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.

ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.

ამასთან, 2025 წლის 21 ივლისს, თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.