საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ქართველი ხალხი განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან.

„არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ. არა მხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ "თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენ ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის".

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.