შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი