კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ლევან დავითაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ინვესტორ კომპანიებთან ძალიან ინტენსიური შეხვედრები იმართება.
„გვქონდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს განხილვა ძალიან ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან, იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში უკვე წარმატებით მოღვაწეობენ და არის შანსი, რომ მათ გააფართოონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები საქართველოში. ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ რეგიონში არ არიან წარმოდგენილი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ვისაუბრეთ იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობაზე, რაც საქართველოს აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების ცენტრალური დერეფნით დაინტერესება.
ვისაუბრეთ ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე ენერგეტიკის მიმართულებებზე, სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე და სხვადასხვა დარგზე, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი დღის წესრიგი ევროკავშირთან, რაც გულისხმობს დაკავშირებადების აქტუალობას. საუბარია შავი ზღვის კაბელზე, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს და შესაძლებლობებზე, რომლებიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყეტილებას მიიღებს, - განაცხადა დავითაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მსოფლიო ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის არის ევროკომისიის პრეზიდენტიც. პარალელურად, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო დონის ბიზნესკომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს.