1756880280
საქართველოს ელჩმა ემანუელ მაკრონს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის საუბარი გაიმართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.
ემანუელ მაკრონმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ. ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ირაკლი ყურაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის პარტნიორობის განმტკიცების მზაობა გამოთქვა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.