საქართველოს დაბომბილი ქალაქის ჩვენება ანტიქართულია? თქვენი აზრი ხომ გაგაჩნიათ, მითხარით, რატომ არის შეურაცხმყოფელი ომის და დაბომბილი ქალაქის კადრები? - მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს

მამუკა მდინარაძე

არა ომს - ამ კლიპზე, თქვენმა ტელევიზიამ თქვა, რომ ეს არის ომის პროპაგანდა და ჩვენი კლიპების გაშვებაზე უარი თქვა. როგორ ატყუებთ ხალხს, ამის ლუსტრირებას ვახდენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ომია ის მთავარი ხაზი, რაზეც ახლა „ქართული ოცნება“ დგას?

„გამოვუშვით კლიპები, რომელსაც აწერია - არა ომს, არის ომის კადრები და არის ის კადრები, რომელიც მშვიდობას, განვითარებას მოჰყვება და ამაზე მუხლი მიუთითეთ, სადაც წერია, რომ ეს არის ომის პროპაგანდა. ანუ შავზე თქვით თეთრი. საქართველოს დაბომბილი ქალაქის ჩვენება ანტიქართულია? თქვენი აზრი ხომ გაგაჩნიათ, მითხარით, რატომ არის შეურაცხმყოფელი ომის და დაბომბილი ქალაქის კადრები? არ არის დაბომბილი? დაფეიკებულია?“, - განაცხადა მდინარაძემ.