საქართველოს და "ქართულ ოცნებას" როგორც არაერთხელ დადასტურებულა, გვაქვს მიზანი, გავხდეთ დასავლეთის ნაწილი - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე "ქართული იცნების" და ოპოზიციის ქალ პოლიტიკოსებს შეხვდა.

შეხვედრები თბილის მერიოტში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზრა ზეია განიხილავს უცხოური გავლენის გამჭირავლობის შესახებ კანონთან, დემოკრატიულ მმართველობასთან, პრესის თავისუფლებასთან, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბლინკენის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში გეგმავს შეხვედრებს ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებთანაც.

“ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" და საქართველოს, სურს გახდეს დასავლეთის ნაწილი.

" საქართველოს და "ქართულ ოცნებას" როგორც არაერთხელ დადასტურებულა, გვაქვს მიზანი, გავხდეთ დასავლეთის ნაწილი - ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერი გაკეთდება; ასევე თხოვნა და წინადადება, რომ თავად დასავლეთმა და აშშ-მა სწორად შეაფასონ რისკები, რომელიც ქვეყანას რუსეთიდან ან გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე აქვს; ასევე რისკები, რომელიც ქვეყნის შიგნით, რევოლუციური სცენარების დაფინანსებით, ზიზღის და აგრესიის გაღვივებით, ექმნება ქვეყანას განვითარების კუთხით," - განაცხადა ნინო წილოსანმა.