საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან. ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს. ბევრს ვაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში - მაგისტრალების, საზღვაო პორტების, აეროპორტების, რკინიგზის ჩათვლით. ეს ინვესტიციები ახალ შესაძლებლობებს უქმნის საქართველოს. კიდევ უფრო მეტად გვსურს პარტნიორობის გაძლიერება შესაბამის ქვეყნებთან, ვაჭრობის ორივე მხარეს - ევროპასთან, აშშ-თან და ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან. მიმაჩნია, რომ არსებული - ძალიან პოზიტიური დინამიკა ხელს შეუწყობს ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღდგენას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.