პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვინმეზე რაიმეს გადაბრალებაზე საუბარი არ არის, საუბარია იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოპოვებას იმსახურებს!", - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“პარლამენტის სხდომაზე არჩილ თალაკვაძის შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციამ ვერ გაბედა საკუთარი მოსაზრება დაედასტურებინა, რომ დიახ, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსს ნამდვილად და უპირობოდ იმსახურებს. სამწუხაროდ, ოპოზიციას რამდენიმე დღე დასჭირდა იმისათვის, რომ დადებითი პასუხი წარმოედგინათ და ეთქვათ, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს.
აქაც დათქმები მოაყოლეს და თქვეს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით რაღაც ხარვეზები და ნაკლოვანებები აქვს, თუმცა როგორც კი მათ ჰკითხავ, რომელი რეფორმა აქვს უკეთესი მოლდოვას, რას ჩამოვრჩებით იმ დღის წესრიგით, რაც გათვალისწინებული იყო ასოცირების დღის წესრიგით, ვერავითარ პასუხს ვერ აღმოაჩენთ. ამ თემაზე აღქმებით საუბარი არ ღირს, რადგან ეს აღქმები ძირითადად ფაქტებს არ ეფუძნებიან და მიკერძოებულ შეფასებაზე მიანიშნებს, რადგან ხშირად ეს საქართველოს საწინააღმდეგო აქტივობებს და დესტრუქციას ემთხვევა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.