პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაუგებარია, ეს რეზოლუციების სტანდარტი, ოპოზიციის მისვლა-მოსვლა პირდაპირ აგენტურას ვეძახი მათ. წარმოიდგინეთ, შენი თანამოქალაქე გელაპარაკება და უფრო მეტად ჩანს სხვისი ინტერესი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესი. შენ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე უნდა ისაუბრო - ეს ხომ ელემენტარულია?!, - განაცხადა პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „უცნობის კიდობანში“ სტუმრობის დროს.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ამ პროცესში ხაზგასასმელია საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად გაიაზრა, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ომს ქვეყნისთვის, რადგან საქართველოს სამი ომი აქვს გავლილი.
,,ხაზგასასმელია, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა. არ შეიძლება, ასე მარტივად ვთქვათ, რომ მე ვიღაცას ევროკავშირიდან ვაკრიტიკებ და ევროკავშირის წინააღმდეგი ვარ. მე ევროკავშირის წინააღმდეგი კი არა პირველი მხარდამჭერი ვარ, რომ როგორმე ის სიკეთე, რომელიც მე იქ ცხოვრებით განვიცადე ჩემმა ქვეყანამ ნახოს. შვეიცარია ბევრი რამით ჰგავს ჩვენს ქვეყანას ერთი სული მაქვს ყველა ის სიკეთე აქაც იყოს. დიდი მადლობა ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას, მათ კარგად გაიაზრეს და ხელისუფლების გვერდით დადგნენ. როგორ შეიძლება, ქართველ ადამიანს ომის შეეშინდეს, ეს შეურაცხყოფა როგორ შეიძლება ვინმემ მოგვაყენოს. სამი ომი გვაქვს გამოვლილი. ამდენი მეგობარი გვყავს დაკარგული ომში. ვინ უნდა წამოგვაძახოს ეს? პირველად დავინახე და სხვებმაც აღნიშნეს, რომ რა დღეში ყოფილან ჩვენი წინაპრები და ის ადამიანები ვისაც მმართველობის პასუხისმგებლობა ჰქონდა და სახელმწიფოს წარმოადგენდა, რადგან შენ უკან საქართველოა და პირველად მოხდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ თვისი ინტერესი დაიცვა და ამას მოყვა ეს ყველაფერი. ამის თქმა მინდა, რომ ეს დაიცვა ხელისუფლებამ და თქვა, რომ ჩემს ქვეყანას ომი არ უღირს, ამას ვერ გავაკეთებ და დაიწყო ეს ზეწოლა. მინდა რომ ჩვენს საზოგადოებამ იცოდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.