ზოდიაქოს ორი ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს
1730490658
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელ X-ში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველო ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს: ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, - დაწერა სამხარაძემ.