საქართველო ევროპამ გაწირა 1921-ში, 1992-93 წლებში, გაწირა 2008-ში, გაწირა 2022 წლის ივნისში! - სიმონ მასხარაშვილი

ისტორიკოსი

ხინჯები ჩვენც გვაქვს, მაგრამ მსგავსი ხინჯები გაცილებით მრავლად აქვს უკრაინას და მოლდოვას! საქართველო ევროპამ გაწირა 1921-ში, გაწირა 1992-93 წლებში, გაწირა 2008-ში, გაწირა 2022 წლის ივნისში! საქართველო მარტოდ მარტო შეერკინა რუსეთს 1921-შიც, 1992-93-შიც, 2008-შიც. შესაძლოა დამარცხდა, დაიჩეხა, დასახიჩრდა, მაგრამ მაინც გადარჩა, არ გატყდა, არ დანებდა! - ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„ბევრი ვიფიქრე და მტკიცედ დავასკვენი: ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით არის უზნეობა. 1. ჩვენ გმირულად მარტო ვეომეთ 2008-ში რუსეთს და უკრაინისგან განსხვავებით მაშინ უფლის გარდა არავინ იყო ჩვენი შემწე! მეტიც, უკრაინისგან განსხვავებით, ათასობით ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი გმირულად იბრძოდა ერაყში, ავღანეთსა და აფრიკაში ტერორისტების წინააღმდეგ და ტერორისტებისგან იცავდა ევროპას! 2. საქართველო ტექნიკური პარამეტრებითა და კანონმდებლობით გაცილებით ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა! 

3. ხინჯები ჩვენც გვაქვს, მაგრამ მსგავსი ხინჯები გაცილებით მრავლად აქვს უკრაინას და მოლდოვას! საქართველო ევროპამ გაწირა 1921-ში, გაწირა 1992-93 წლებში, გაწირა 2008-ში, გაწირა 2022 წლის ივნისში! საქართველო მარტოდ მარტო შეერკინა რუსეთს 1921-შიც, 1992-93-შიც , 2008-შიც . შესაძლოა დამარცხდა, დაიჩეხა, დასახიჩრდა, მაგრამ მაინც გადარჩა, არ გატყდა, არ დანებდა! საქართველოს მფარველი და მხსნელი მხოლოდ მაცხოვარი, ღვთისმშობელი და გმირ ქართველთა თავგანწირვა იყო! უფლის შეწევნით ახლაც გადავრჩებით და გავიმარჯვებთ! ჩვენ სამათხოვრო არავისთან არაფერი გვაქვს. ჩვენ ქართველები ვართ!”- წერს სიმონ მასხარაშვილი.