საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ - რასა იუკნევიჩიანე

რასა იუკნევიჩიანე

 საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს.

„არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ საქართველო დაკარგულია - ეს არ არის სიმართლე. გუშინდელიდან მოყოლებული, ქართველი ხალხი თავისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული“, - აღნიშნა მან.