CNN: პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ფლორიდაშია და ამერიკულ მხარესთან შეხვედრებს მართავს

კირილ დმიტრიევი

ამერიკული ტელეარხის CNN-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი ფლორიდაში ჩავიდა.

როგორც ტელეარხი იუწყება, დმიტრიევი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბიზნესმენი, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმი.

„ჯგუფებმა მრავალი თემა განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ კავშირზე იქნებიან“, - ციტირებს CNN-ი უიტკოფს.