პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საერთო პოლიტიკის ფარგლებში, გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, რათა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიუ იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტთან.
„როგორც ცნობილია, თურქეთი არის ჩვენი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი. ამ შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა ის ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაქვს ორმხრივ ფორმატში საქართველოსა და თურქეთს შორის. ასევე, განხილული იყო ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენს რეგიონს, რეგიონში არსებულ გართულებულ მდგომარეობას და იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ იყო საუბარი, თუ როგორ უნდა მოხდეს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება ჩვენს რეგიონში. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერის მხრიდან შარშან ძალიან აქტიური ჩართულობით, მისი პირადი მონაწილეობით, მოხდა ჩვენს ორ მეზობელს შორის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა და ეს უკვე არის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც მივიღეთ. როგორც გახსოვთ, შარშან გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღიად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო, სამეზობლო პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, სულ რამდენიმე თვის წინ საქართველომ უმასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საერთო პოლიტიკის ფარგლებში, გრძელდება საქართველოს ძალისხმევა, რათა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში. საქართველო ყოველთვის მზად იყო, შეეთავაზებინა ჩვენი სამხრეთით მეზობლებისთვის ადგილი, სადაც მათ შეეძლებოდათ, მშვიდობის განმტკიცების მიზნით გაეხსნათ დიალოგი და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის შეთავაზება კვლავ ძალაშია. თუ საჭირო გახდება, ჩვენი ქვეყანა მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ამის მზაობა ჩვენ ყოველთვის გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს. ჩვენი მთავარი მიზანი აქ არის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ისწრაფვის, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.
„ამ მიმართულებით თავად საქართველოს პრემიერი და ჩვენი მთავრობა აქტიურ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ეს პროცესი განვამტკიცოთ, რათა ყველა ერთად, კოორდინირებულად, ეფექტურად აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს დღეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ჩვენს რეგიონში, როგორც იცით, ამ ომმა შესაბამისი ზეგავლენა იქონია, როგორც მთელ მსოფლიოზე. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ეს მშვიდობა მიიღწევა ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი კოორდინაციით. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.