საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების თაობაზე იმსჯელა. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტი სამ თვეში ერთხელ,  კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის შედეგებს შეისწავლის და  სათანადო რეაგირებას ახდენს.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში,  2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის  ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება თანამდებობის პირის სხდომაზე მოწვევის შესახებ. ასევე არც ერთ ფრაქციას  არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. აგრეთვე, შესწავლილ პერიოდში, პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს პარლამენტის კომიტეტებისათვის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ბევრი ბერკეტია, რომელსაც დეპუტატები, მათ შორის  ოპოზიცია, ეფექტიანად არ იყენებს.

შესწავლილი საკითხის შესახებ ინფორმაციას კომიტეტი პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.