1745959161
საპროტესტო აქციამ ჭავჭავაძის გამზირიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა

საპროტესტო აქციამ ჭავჭავაძის გამზირიდან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. დემონსტრანტების ნაწილი ისევ ტელევიზიასთან მივიდა, ნაწილი კი პარლამენტის შენობასთან.
მთავარი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
უცვლელია საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრების მოტივაციაც - აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დღეს პოლიტიკურ ლიდერებს დაეთმოთ პირდაპირ ეთერი, ასევე, გენერალური დირექტორის და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომას.