ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 59.5%„ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს - 13.6%გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას - 10.3%ხაზარაძის გაერთიანებას - 4.5%გიორგი გახარია პარტიას - 3.8%იაგო ხვიჩიას „გირჩს“ - 2.7%პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს - 2.5%სხვა პარტიები - 3 .1%ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.