1746733863
სანქციების შიშით, რომან აბრამოვიჩი ლონდონის ვილას ყიდის – ფასი 275 მლნ დოლარია

ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, კრის ბრაიანტის ინფორმაციით, ცნობილი რუსი ოლიგარქი, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი მოსალოდნელი სანქციების შიშით ბრიტანეთში საკუთარ ქონებას ყიდის, მათ შორის ლონდონში, კენგსინტონის მილიადერთა დასახლებაში მდებარე ვილას, რომლის ღირებულება „თაიმსის“ ინფორმაციით, 275 მილიონი დოლარია. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.
კრის ბრაინტმა Commons-ს განუცხადა: „ვფიქრობ, მას [აბრამოვიჩს] ეშინია სანქციების დაწესების, რის გამოც ის უკვე აპირებს ხვალ გაყიდოს თავისი სახლი და გაყიდოს სხვა ბინაც. ჩემი შფოთვა არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდხანს ვუგულებელყოფთ ამ საკითხებს.
55 წლის რომან აბრამოვიჩი არის რუსეთისა და ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის და მიიჩნევა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქად, თუმცა თავად აბრამოვიჩი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა და არც კრემლთან აქვს კავშირები.
აღსანიშნავია, რომ აბრამოვიჩმა „ჩელსის“ აქციები სამართავად უკვე გადასცა საქველმოქმედო ფონდს.
ამავე თემაზე – რუსი ოლიგარქები პანიკაში არიან, მათ უკვე 83 მილიარდი დოლარი დაკარგეს.