გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას.
კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით შეუძლიათ, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა.
„ცხადია, თუ საიდან იმართება ეს ყველაფერი. ეს არის გარე ძალებისგან მართული პროცესები, რომელსაც შიდა რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ. გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ ძალადობრივი აქცია, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, თუნდაც მიტინგით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების შეურაცხყოფა, მათთვის ქვების, ბოთლების სროლა. გუშინ საერთოდ საოცრება ვიხილეთ. როდესაც მიდიხარ და უბრალოდ მდგარ პოლიციელს აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ესვრი ქვებს, ბოთლებს, შემდეგ ამასაც არ ჯერდები და ისვრი „მოლოტოვის კოქტეილებს“ და პეტარდებს, ეს უკვე შემდეგ იწვევს დაძაბულობას. სახელმწიფო ძალიან ძლიერია თავისი ინსტიტუციებით და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ „ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საკითხს, თბილისის მერის თქმით, ამ ყველაფერს შესაბამისი გამოძიება შეისწავლის.
„სამწუხაროდ, იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ ყველაფერს თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია რაც ვიხილეთ. ამ ყველაფერს შესაბამისი მოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.